SmartBox დაშვებისა და აღრიცვის სისტემა გამოიყენება ჩვენს ელექტრონულ სკოლის მენეჯმენტის სისტემასთან ერთად. მისი მეშვეობით, შეძლებთ მოსწავლეებისა და მასწავლებლების სკოლაში მოსვლისა და წასვლის ავტომატურ მონიტორინგს. სკოლაში მოსვლისას, მათ მხოლოდ უწევთ, რომ დაადონ საკუთარი ბარათი ან ჩიპი მოწყობილობაზე, რის შემდეგაც სისტემაში ავტომატურად აღირიცხება მათი მოსვლისა და წასვლის დროები.
აღწერა
დამატებითი ინფორმაცია
მიმოხილვა (0)
ადმინისტრაციისთვის
დასწრებისა და აღრიცხვის სისტემა დაკავშირებულია ჩვენს EduPage სისტემასთან. მისი მეშვეობით, თვის ბოლოს, თქვენ შეძლებთ იხილოთ ზუსტად რამდენი გაკვეთილი ჩაატარა თითოეულმა მასწავლებელმა, როდის მოხდა მასწავლებლის ჩანაცვლება, რომელ საათზე წავიდა იგი ან დაბრუნდა უკან სკოლაში.
მშობლებისთვის
სკოლაში მოსვლისას, მოსწავლე საკუთარ ბარათს ადებს ჩვენს აღრიცხვის მოწყობილობას, მშობელი კი მყისიერად იღებს ავტომატურ შეტყობინებას თავის ტელეფონში, იმის შესახებ, რომ მისი შვილი მივიდა სკოლაში. ანალოგიურად, იღებთ შეტყობინებას, მაშინაც, როდესაც მოსწავლე გამოდის სკოლიდან. ამგვარად, შეგიძლიათ, მშვიდად იყოთ და აღარ ინერვიულოთ იმაზე, მივიდა თუ არა თქვენი შვილი სკოლაში.
მასწავლებლებისთვის
ყოველთვიური ავტომატური რეპორტები - მასწავლებელი ხედავს, თუ ზუსტად, როდის ჩაანაცვლა მან სხვა მასწავლებელი, ან რომელი გაკვეთილი გააცდინა და ვერ მიიღებს ანაზღაურებას ამის გამო. საჭირო აღარაა რეპორტების წარმოება, თქვენ უბრალოდ ადასტურებთ SmartBox აღრიცხვის სისტემიდან მიღებულ ინფორმაციას.
ნაკლები სამუშაო ყველასთვის
ელექტრონულ ჟურნალში დასწრების შეტანისას, მასწავლებელი ავტომატურად ხედავს, თუ რომელი მოსწავლეები არ მოსულან სკოლაში. დამრიგებელი კი ხედავს, თუ რომელი მასწავლებელი არ მოსულა დილას სკოლაში და შეუძლია ეს ინფორმაცია გაითვალისწინოს ყოველდღიური ჩანაცვლებების გამოსაყენებლად. აღარაა საჭირო ვინმემ ხელით აღრიცხოს, თუ ვინ არ მოსულა სკოლაში. ასევე, მშობელი ნათლად ხედავს, თუ როდის მიდის მისი შვილი სკოლაში და იმ შემთხვევაში, თუ მოსწავლე ხშირად აგვიანებს პირველ გაკვეთილზე, მასწავლებელს აღარ მოუწევს მშობლის შეტყობინება, რადგან მას ისედაც აქვს ეს ინფორმაცია საკუთარ ტელეფონში.ყველა ხედავს ყველაფერს ავტომატურად.
მარტივი ინსტალაცია და მართვა
თქვენ, უბრალოდ მოგიწევთ შეაერთოთ მთავარი პლატა დენზე და დააკავშიროთ იგი სკოლის შიდა ინტერნეტ ქსელში, ჩვეულებრივი ინტერნეტ კაბელით. იგი თავად დაუკავშირდება თქვენს EduPage გვერდს და დაიწყებს ინფორმაციის მიმოცვლას. შემდეგ, საჭირო იქნება შეაერთოთ წამკითხველის კაბელი პლატაშ და განათავსოთ ეს წამკითხველი სასურველ ლოკაციაზე. მოსწავლეები და მასწავლებლები თავიანთ პლასტიკურ ბარათებს ან ბრელოკებს ადებენ წამკითხველზე და მათი მოსვლის ან წასვლის შესახებ ინფორმაცია ავტომატურად იტვირთება თქვენს სისტემაში. ასევე, სურვილისამებრ, შეგიძლიათ პლატაზე დააერთოთ ერთზე მეტი წამკითხველი, ამგვარად ერთდროულად რამოდენიმე მომხმარებელი შეძლებს ბარათის გატარებას.
მობილური ვერსია
მოსწავლეთა დასწრების ნახვა მობილურ ვერსიაშიცაა შესაძლებელი. აპლიკაციის ელექტრონულ ჟურნალში აღრიცხულია ინფორმაცია სკოლაში მოსული მოსწავლეების შესახებ.
ბრენდი
MS Solutions
Reviews
There are no reviews yet.
Only logged in customers who have purchased this product may leave a review.
Reviews
There are no reviews yet.